Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

25-26 მაისს ქუთაისში მოძრაობა შეიზღუდება

თარიღი : 23-05-2017, 15:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრეცელებს.

"დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და სამზადისის გამო, 25 მაისის ღამის საათებში და 26 მაისს ქუთაისში ცენტრალური მოედნის ტერიტორიაზე შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ გამოეფინება სამხედრო ტექნიკა ქალაქის ცენტრალურ მოედანსა და ფალიაშვილის ქუჩაზე. გამოფენის დათვალიერების საშუალება ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. საღამოს გაიმართება გალა-კონცერტი. ცენტრალური მოედნის გარდა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზეც გაიმართება. საზეიმო ღონისძიების მზადებისა და ჩატარების გამო, 24-26 მაისს შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა ცისფერყანწელთა ქუჩაზეც. დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი ღონისძიებები ქუთაისის მერიისა და ენერგეტიკის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით გაიმართება," - ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 2297-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შსს-ს ცნობით პოლიციელის დღესთან დაკავშირებით 29-30 მაისს 08:00 საათიდან ქუთაისის ცენტრალური მოედანი დაიკეტება.
დამოუკიდებლობის დღის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დილიდან სამხედრო ტექნიკა ფალიაშვილის ქუჩაზე გამოიფინა.
გამოფენის დათვალიერება რიგით მოქალაქეებსაც შეუძლიათ
სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე განხორციელდება.

ამინდი