იტვირთება

"საზოგადოების, ხალხის, ხელისუფლების სურვილების ძალიან დიდი თანხვედრა მოხდა,"-ქუთაისელები თბილისში დაგეგმილ აქციას უერთდებიან

"საზოგადოების, ხალხის, ხელისუფლების სურვილების ძალიან დიდი თანხვედრა მოხდა,"-ქუთაისელები თბილისში დაგეგმილ აქციას უერთდებიან

თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ სახალხო ზეიმს მოქალაქეები ქუთაისიდან უერთდებიან. ადგილობრივები თვლიან, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, ხოლო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ქართველმა ხალხმა და ქვეყანამ დაიმსახურეს. 

"როგორც იყო გაიღო ევროპის კარი და შევედით ორივე ხელით, ორივე ფეხით და ღირსებით. ეს უპირველესად ჩვენი ხელისუფლების, "ქართული ოცნების". დამსახურებაა რომელსაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. მშვიდობით და ღირსებით შევდივართ ევროპაში".

"ამ შემთხვევაში საზოგადოების, ხალხის, ხელისუფლების სურვილების ძალიან დიდი თანხვედრა მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი დღეა, რომელიც ყველა მოქალაქემ უნდა გავიზიაროთ".

"დღეს სხვანაირი, ევროპული დღეა ქუთაისში. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა დავიმსახურეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. ვულოცავ ამ ქვეყანაზე შეყვარებულ ყველა ადამიანს,"-აცხადებენ მოქალაქეები ქუთაისში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები