ხარაგაულის მოსახლეობას ტალახიანი წყალი მიეწოდება-მოსახლეობა აქციებისთვის ემზადება
თარიღი : 22-05-2017, 12:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

დაბა ხარაგაულის მოსახლეობას ტალახიანი წყალი მიეწოდება. განცხადებას ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები აკეთებენ.
პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას თქმით, ხარაგაულში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, თუმცა პრობლემა პრობლემად დარჩა.
„ხარაგაულის მოსახლეობას ტალახიანი წყალი მიეწოდება. მოსახლეობამ დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, ხელისუფლებამ კი ის გამოსავალი იპოვა, რომ წვიმის დროს ხალხს წყალი გადაუკეტა. ადგილობრივები დიდი გამოსვლისათვის ემზადებიან. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ ნუ თამაშობენ ხალხის ნერვებზე. ითამაშონ ფრენბურთი, კალათბურთი, თორემ ხალხის ნერვებზე თამაში ცუდად დაუჯდებათ,“ - აცხადებს „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია.
წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვის-ცენტრის ხელმძღვანელი ტარიელ ავალიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობას ტალახიანი წყალი არ მიეწოდება, თუმცა წვიმიან ამინდში სასმელი წყლის დაკეტვის ფაქტს ავალიშვილი არ უარყოფს.
„წვიამიან ამინდში გვიწევს წყლის დაკეტვა, რადგან წყლის სათავე ნაგებობაზე გამწმენდი მოწყობილობა მწყობრში არ არის. წყალს ვკეტავთ, რომ წვიმაში მოსახლეობამდე ტალახიანი წყალი არ მივიდეს,“ - ამბობს ტარიელ ავალიშვილი.