Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე სკვერის გაჩეხვას მერიის მაღალჩინოსნებს აბრალებენ

თარიღი : 20-05-2017, 12:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, რუსთაველის N95-ში მაცხოვრებლები აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერის გაჩეხვას და სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სკვერი თავის დროზე მოსახლეობამ გააშენა. მისი გაჩეხვის შემდეგ კი მოსახლეობას დასასვენებელი ადგილი აღარ დარჩა.

"რა ვქნათ ჩვენ, ბავშვებმა აღარ ითამაშონ? ჩვენ სუფთა ჰაერი აღარ გვინდა? დოკუმენტები გვაქვს, რომ ამ მშენებლობაში ქუთაისის ვიცე-მერის ნოდარ მიქიაშვილის და "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელის გელა გაგუას ინტერესებია. მარტო მაგათია ეს ქალაქი და ჩვენ არაფერი გვინდა?," - აცხადებს მოსახლეობა.

რუსთაველის N95-ში მაცხოვრებლებთან ერთად, სკვერის გაჩეხვა „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციამ გააპროტესტა. ქალაქის მერიაში მოსახლეობის პრეტენზიებთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ მერიას სკვერის გაჩეხვაზე ნებართვა არ გაუცია. რაც შეეხება მაღალჩინოსნების ინტერესებს, ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ტერიტორია კერძო პირს ეკუთვნის.


ნანახია: 3563-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ნიკეას 12 ნომერში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები ქალაქის ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვენ.
ქუთაისში, გორა-საქუსლიას დასახლებაში მდებარე კერძო სასაფლაოს მეზობლად მცხოვრები მოსახლეობა ტყის გაჩეხვას აპროტესტებს.
ქუთაისში, ბუკიას 3 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა შესაძლო მშენებლობას აპროტესტებს.
ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე მაცხოვრებლებმა აღიშნულ ქუჩაზე მდებარე სკვერის გასხვისება გააპროტესტეს.

ამინდი