Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიაში დეპუტატ აკაკი ბობოხიძის გამოსვლას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა

თარიღი : 19-05-2017, 14:01 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიაში კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განილხვის დროს დეპუტატ აკაკი ბობოხიძის გამოსვლას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა.

ბობოხიძემ გამოსვლისას აღნიშნა, რომ დამსწრე საზოგადოების უმეტესობა, რომელიც დღეს დარბაზშია წარმოდგენილი, საჯარო მოხელეები არიან და სწორედ ისინი უკრავენ ტაშს უმრავლესობის წევრებს სიტყვით გამოსვლისას

„ის ქალბატონი, რომელიც წეღან ყვიროდა დარბაზში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის რწმუნებულია. საჯარო მოხელე ასე არ უნდა დადიოდეს შეხვედრაზე და არ უნდა ყვიროდეს. როცა ამბობდით, რომ წინა ხელისუფლების დროს შეხვედრებზე მხოლოდ საჯარო მოხელეები იყვნენ, გადავხედოთ რა ხდება დღეს. ყველა საჯარო სამსახურშია დასაქმებული“, - განაცხადა ბობოხიძემ.

მის ამ გამოსვლას დარბაზში შეძახილები და ყვირილი მოჰყვა.

საყოველთაო-სახალხო განხილვისას მოქალაქემ „ევროპული საქართველოს“ წევრებს მოუწოდა, დარბაზი დაეტოვებინათ.

„თქვენ როცა ხელისუფლებაში იყავით, ხალხს ღირსება წაართვით. არ გაქვთ უფლება აქ იყოთ. ამ ხელისუფლებამ კი შესაძლებლობა მოგვცა, რომ ნორმალურად გვეცხოვრა“, - მიმართა მოქალაქემ „ევროპული საქართველოს“ წევრებს.
სამტრედიაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გრძელდება.


ნანახია: 1628-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამტრედიაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ხმაური მოჰყვა.
ზესტაფონში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს.
დაპირისპირება დამოუკიდებელი დეპუტატის “მწვანეთა პარტიის” წევრის გია გაჩეჩილაძის გამოსვლას მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის შენობაში საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა
დაპირისპირება საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მოჰყვა.

ამინდი