ოთხმა ქუთაისელმა ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
თარიღი : 18-05-2017, 19:55 | კატეგორია: ახალი ამბები

8 წლიდან 18 წლამდე ახალგაზრდებს შორის ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირზე იმერეთიდან 19-მა მოჭადრაკემ საპრიზო ადგილი აიღო. მონაწილე პრიზიორებიდან ცხრა ქუთაისელია. ჩემპიონატის გამარჯვებულები იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ლომინაძემ ქუთაისის მერს შოთა მურღულიასა და იმერეთის გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს შეახვედრა. შეხვედრას მაჟორიტარი დეპუტატი, მერის მოადგილე, ვიცე-გუბერნატორი და ააიპ სპორტულ დაწესებულებათა ხელმძღვანელიც დაესწრნენ.
საქართველოს ჩემპიონი ოთხი ქუთაისელი გახდა. ჩემპიონებმა ავტომატურად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საგზურები მოიპოვეს. ერთ-ერთი გამარჯვებული ქუთაისის მერიამ დააფინანსა, რისთვისაც სპორტსმენის მწვრთნელმა და მშობლებმა ქუთაისის მერს შოთა მურღულიას მადლობა გადაუხადეს.