Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერის განცხადებით, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება

თარიღი : 18-05-2017, 16:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილეს.

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება.

მისი თქმით, სხვა სამუშაოებთან ერთად ადგილზე უნდა მოეწყოს რეკრეაციული ზონა, რისთვისაც უნდა განაშენიანდეს ტყე. ასევე საჭიროა მოწესრიგდეს წყალგაყვანილობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ამისთვისაც კი ჯერ განაშენიანების გეგმა უნდა დამტკიცდეს.

საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებმა მერს კითხვებით მიმართეს.

„ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლის სამსონ გუგავას განცხადებით, 2012 წლიდან დაიწყო საუბარი უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ, თუმცა კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაიწება მშენებლობა, ან დაიწყება თუ არა, ჯერ კიდევ არაა ცნობილი.

"ევროპული საქართველოს" დეპუტატის ამირან ძოწენიძის განცხადებით კი, საუნივერსიტეტო ქალაქის სანაცვლოდ, ქუთაისმა, შესაძლოა, საპარლამენტო ქალაქის სტატუსი დაკარგოს.


ნანახია: 1746-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისთვის განაშენიანების გეგმაზე იმსჯელეს.
ქუთაისში, ე.წ. მუხრანის ტყის ტერიტორიაზე, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას საფუძველი პრემიერ-მინისტრმა 2016 წლის 12 სექტემბერს
როგორც ცნობილია, ქუთაისში გეოლოგიური სამუშაოები უკვე დასრულდა. განაშენიანების გეგმაზე მუშაობა კი რამდენიმე თვე მიმდინარეობდა,
აღსანიშნავია, რომ საუნივერსიტეტო ქალაქის აშენებაზე მილიარდი დოლარი დაიხარჯება.
დაახლოებით ერთი თვეა ადგილზე სამშენებლო, კონკრეტულად კი ქვაბულიდან მიწის ამოღების სამუშაოები მიმდინარეობს.

ამინდი