ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 'გირჩის' ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის პროცესი გაიმართება
თარიღი : 18-05-2017, 11:28 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

18 მაისს, 16:00 სთ-ზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ''გირჩის'' ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. თემურ ცამციშვილს სასამართლოში ქუთაისის მერია უცივის.
ცამციშვილის ადვოკატის ვალერი თევდორაძის თქმით, ქუთაისის მერია ყოფილ თანამშრომელს თემურ ცამციშვილს სასამართლოში მეორედ უჩივის.
"მერიის იურისტი განმარტავს, რომ ამჯერად თვითმმართველობა ზიანის თანხის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც ექვსი ათას ლარს შეადგენს. ჩვენ კი ვამბობთ, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა თემურ ცამციშვილს უკვე გადახდილი აქვს. საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც თემურ ცამციშვილი მერიის კულტურის სამსახურის უფროსი იყო," - ამბობს ვალერი თევდორაძე.