Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში ხუთი სოფლის მოსახლეობა ჩინურ კომპანიას დაუპირისპირდა

თარიღი : 17-05-2017, 16:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სოფელ წიფის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ წიფა-ხარაგაულის მიმართულებით გზა გადაკეტა და ჩინური კომპანიის კუთვნილ სატვირთო ავტომანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

მოსახლეობის განცხადებით, უკვე მეორე წელია გაუსაძლის მდგომარეობაში არიან. ხუთი სოფლის მოსახლეობა, მწყობრიდან გამოსული გზების გამო, ფაქტობრივად გადაადგილებას ვერ ახერხებს.

ჩინური კომპანია სარკინიგზო გვირაბს აშენებს და შესაბამისად, კომპანიის კუთვნილი მანქანები სოფელ წიფის მიმართულებით გადაადგილდებიან.

მოსახლეობის განცხადებით, სპეციალური ნიშნებიც არის დამონტაჟებული, სადაც მითითებულია, რომ მხოლოდ 20-ტონიან ავტომანქანებს შეუძლიათ მაგისტრალზე გადაადგილება. თუმცა, აქ მოძრავი სატვირთო მანქანების უმრავლესობა 45 და მეტ ტონა ტვირთამწეობის არის. შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოვიდა. გარდა ამისა, მათივე თქმით, სატვირთო ავტომანქანების მოძრაობის შედეგად ვიბრაციის გამო, სერიოზული საფრთხე ექმნება საცხოვრებელ სახლებსაც, დაზიანებულია კედლები.

მოსახლეობის განცხადებით, მათ რამდენჯერმე მიმართეს კომპანიის ხელმძღვანელობას, თუმცა რეაგირება მათ თხოვნას არ მოჰყოლია. ამიტომ, მათი თქმით, იძულებულები გახდნენ პროტესტის ამ ფორმისთვის მიემართათ, გზა გადაეკეტათ და კომპანიის კუთვნილი ავტომანქანებისთვის გადაადგილების საშუალება არ მიეცათ.

”სოფელში უგზოობის გამო ვეღარც სასწრაფო დახმარების მანქანა მოდის და აღარც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის. გართულებულია სასკოლო ავტობუსის გადაადგილებაც”, - აცხადებენ სოფლის მცხოვრებლები.

მოსახლეობის თქმით, ვიდრე კომპანიის ხელმძღვანელობა ადგილზე არ მივა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პირობას არ მიიღებენ, მანამდე არ დაიშლებიან და ავტომანქანებს გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ.


ნანახია: 2353-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელ ვაზისუბანში მცხოვრებლებმა, დღეს გზაც გადაკეტეს და სატვირთო მანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს. მოსახლეობის თქმით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მდინარე ჩხერიმელას დაბინძურებაზე, ჩინური კომპანიის მიერ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობასა
მოსახლეობა ამბობს, რომ უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება, რადგან ჩინური კომპანიის საქმიანობამ მათ სოფელში გზის ნგრევა, სახლების
როგორც სოფლის მაჟორიტარი ვალერი ჭიპაშვილი ამბობს, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას ამოღებული ქვა-ღორღი სამშენებლო ორგანიზაციას
ჩინურ კომპანიაში დასაქმებული ქართველი მუშები აცხადებენ, რომ ისინი პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე ჩინური კომპანიის
წყალტუბოს გამგეობაში კი აცხადებენ, რომ ყველა ის ზარალი, რომელიც მოსალხოებას მიადგება, შემსრულებელი კომპანიის მხრიდან
იმერეთის გუბერნატორს სამი მოადგილე ეყოლება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე ბაღდათის ერთ-ერთი სოფლის (სოფლის სახელს სააგენტო შეგნებულად არ ასახელებს)
მხატვარი ლევან გოგიტაძე სოციალური ქსელის საშუალებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

ამინდი