Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გაიცანი საქართველო',-ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რეგიონებში პრესტურები დაიწყო

თარიღი : 17-05-2017, 12:32 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით საგანგებო კამპანია დაიწყო.

პროექტი "გაიცანი საქართველო" შიდა ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტურებს აწყობს, ხოლო აქციაში ჩართული ცნობილი ადამიანები საკუთარი კუთხეების შესახებ საუბრობენ.

დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მედიის წარმომადგენლები საჩხერის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ.

გეოგრაფმა გიორგი დვალაშვილმა სტუმრებს ციხესიმაგრე მოდინახეს ისტორია გააცნო, შემდეგ მედიატური საოჯახო სასტუმრო HOSTEL HOUSE-ში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმსა და ჯურხა ნადირაძის სახელობის სამხარეთმცოდნეო მუზეუმში გაგრძელდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მედიის წარმომადგენლებმა პროექტ "გაიცანი საქართველო"-ს ფარგლებში მედიატურის მეორე დღეს ორღულის ტბორები მოინახულეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე მეურნეობა ფუნქციონირებს, არსებული 5 ტბორი სამომავლოდ სათევზაო ტურიზმის განვითარების დიდ პოტენციალს იძლევა. სათევზაო ტურში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მსოფლიო მნიშვნელობის მღვიმეში, რომელიც ძუძუანას მღვიმის სახელწოდებითაა ცნობილი, პრესტური მოეწყო. პრესტურის მიზანს ბუნებრივი ძეგლის მონახულება და მისი გაცნობა წარმოადგენდა.

ამავდროულად მედიატურის მიზანს ძუძუანას მღვიმის პოპულარიზაცია და იქ ვიზიტორების მოზიდვა წარმოადგენდა. თსუ-ს ასისტენტ-პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა ძუძუანას მღვიმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ტურის მონაწილეებს ბუნებრივი ძეგლის ისტორია გააცნო.
ძუძუანას მღვიმე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის ტერიტორიაზე მდებარეობს. მღვიმეში უძველესი ძაფია აღმოჩენილი, რომელიც ასაკით 34 ათასი წლისაა.


ნანახია: 1612-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში საქართველოს ტურიზმის ეროვნული
ტურის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლები წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების გაცნობის მიზნით, მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ინფო ტური მოეწყო, რომლის
გიორგი დვალაშვილმა დამსწრე აუდიტორიას წიგნში შესული თითოეული საოცრება წარუდგინა და გააცნო.
თსუ-ს სტუდენტებმა პროექტის-'გაიცანი ჭიათურა' განხორციელება დაიწყეს.
ძუძუანას მღვიმეში მომხდარი აღმოჩენის შესახებ Topnews.com.ge-ს გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილი ესაუბრა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ.
'კლინიკა ბომონდი' პაციენტების სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით: ქალთა კონსულტაცია; პოლიკლინიკა; რადიოლოგია; EMERGENCY-გადაუდებელი
პროექტი გერმანული ინვესტიციით განხორციელდება.

ამინდი