ქუთაისში ეროვნული სამოსის დღის აღსანიშნავად ემზადებიან
თარიღი : 16-05-2017, 19:28 | კატეგორია: ახალი ამბები

18 მაისს ქუთაისში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება.
ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 16:00 საათზე, სასტუმრო "ბაგრატი 1003"-დან დაიწყება. "ეროვნული სამოსის მოკლე მატიანე," - ასეთია იმ გამოფენის სახელწოდება, რომელიც სასტუმროში გაიმართება. გამოფენის შემდეგ ქალაქში ეროვნულ სამოსში ჩაცმული პირების მსვლელობა მოეწყობა. ღონისძიებებს შავფაროსნების საჩვენებელი გამოსვლა და თეთრ ხიდზე დაგეგმილი კონცერტი დაასრულებს. კონცერტში ანსამბლი "კოლხა", ლევან გერსამიას ანსამბლი და ქუთაისელი ახალგაზრდა პოეტები მიიღებენ მონაწილეობას.
"გადავწყვიტეთ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაგვეგეგმა ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რათა ქუთისელებს და ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს სანახაობაში ჩართვის საშუალება ჰქონდეთ. ღონისძიებებს მხარს ქუთაისის მერია და მერიის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება უჭერს. ვცდილობთ, რომ კონცერტიც და მსვლელობაც საინტერესო იყოს საზოგადოებისათვის," - ამბობს ღონისძიების ორგანიზატორი სოფო რაჭველი.