Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულის შახტის და ჭიათურის მაღაროების შემოწმება დაიწყო

თარიღი : 16-05-2017, 13:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ორი სამინისტროს ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფმა ტყიბულის შახტის და ჭიათურის მაღაროების შემოწმება დაიწყო. 11 მაისის ბრძანების საფუძველზე, ეკონომიკის და ჯანდაცვის უწყებების ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი შეამოწმებს და ზედამხედველობას გაუწევს სამუშაო ადგილებს, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკებს შეიცავს. ჩატარდება ტექნიკური ინსპექტირება; ზედამხედველობა გაეწევა შრომის პირობებს; შეფასდება, რამდენად შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ შრომის და უსაფრთხოების მოთხოვნებს.

მონიტორინგის ჯგუფი ორივე უწყების წარმომადგენლებისგან შედგება - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებისგან.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში უბედური შემთხვევა 9 მაისს მოხდა - ბაგირის გაწყვეტის შედეგად 4 მეშახტე 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. სამაშველო ოპერაცია 14 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხედრების ექსპერტიზა და იდენტიფიცირება ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარდა. დაღუპული მეშახტეები 14 მაისს დაკრძალეს.


ნანახია: 2176-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული მეშახტეები დაკრძალეს.
უჩა ნანუაშვილის თქმით, აუცილებელია ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნა.
ტყიბულის შახტში 16 ივლისს მეთანის აალებისას 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.
დაღუპულ მეშახტეებს ამ დრომდე ექსპერტიზა უტარდებოდათ.
არსებული ინფორმაციით, ოთხი მეშახტე სიმაღლიდან გადავარდა.

ამინდი