"ბაგრატის ტაძარში საეკლესიო მოღვაწეების გვერდით სტალინის სურათი გამოფინეს"

ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე საეკლესიო მოღვაწეების გვერდით სტალინის სურათი გამოფინეს. აღნიშნულის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს ხელმძღვანელმა გია გოქაძემ ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გია გოქაძის თქმით, აღნიშნული ქმედება იმ ადამიანების დაცინვაა, რომლებიც სტალინის პერიოდში, 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლნენ.
"ის, რომ სტალინის სურათი, უფრო ნახატი ბაგრატის ტაძარში, საეკლესიო მოღვაწეების გვერდით არის გამოფენილი, ეს არის ქვეყნისთვის იმიჯის შემლახველი," - აცხადებს გია გოქაძე.