Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მოგვხედეთ ხალხო,'- ქუთაისში, სასტუმრო 'თბილისის' ყოფილი შენობა ინგრევა

თარიღი : 16-05-2017, 11:52 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, სასტუმრო "თბილისის" ყოფილ შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს. დევნილები შენობაში არსებულ საშიშ მდგომარეობაზე საუბრობენ. აქციის მონაწილეთა თქმით, შენობიდან ფილები ცვივა, ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით გასულ თვეში მიმართეს, თუმცა ქუთაისის მერიისგან რეაგირება არ ყოფილა.

"ბავშვები არიან ამ შენობაში, გარეთ გამოდიან და თამაშობენ. მაინცადამაინც უბედურება უნდა მოხდეს და რომელიმეს დაეცეს თავში? მოგვხედეთ ხალხო და გაგვიყვანეთ ამ შენობიდან," - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნატალია შუბითიძე.

დევნილების აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია შეუერთდა. წულაიას თქმით, ის ადგილობრივი ხელისუფლებისგან კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც ქალაქში, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ სასტუმრო "თბილისის" ყოფილი შენობა მათ ბალანსზე არ ირიცხება და ის ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის.
http://www.picz.ge/img/s4/1705/16/8/8b90b1524029.jpg


ნანახია: 2631-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და საპატრული პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული.
იძულებით გადაადგილებული პირები მათ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის შეყვანას ითხოვენ.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და საპატრული პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული.
"თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი სასტუმრო "ქუთაისის" გაყიდვასთან დაკავშირებით აკეთებს.
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის 18 ნომერში, ყოფილი სამხატვრო სკოლის შენობაში შესახლებულმა სოციალურად დაუცველებმა საპროტესტო აქცია
"თავისუფალი საქართველო"-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისში, ყოფილი სამხატვრო სკოლის შენობაში ბრიფინგი

ამინდი