Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

21 წლამდე ასაკის პირების აზარტულ თამაშებზე დაშვება დასჯადი ხდება

თარიღი : 15-05-2017, 17:03 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
საქართველოს 21 წლამდე ასაკის მოქალაქის ან დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი მოქალაქის თამაშობაში დაშვება შესაძლოა, დასჯადი გახდეს.

შესაბამის ნორმას, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, ასევე სავალდებულო ხდება თამაშობის ადგილზე საქართველოს მოქალაქის დაშვება მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით.

ონლაინ კაზინოში მოგებული თანხის გატანა კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოთამაშის პირად საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.

„აიკრძალება სალაროდან თანხის გატანა, რაც გამოიწვევს არასრულწლოვანი პირების თამაშის შეზღუდვას, თანხის მოძრაობის კონტროლს, ობიექტში ელექტრონული თამაშობიდან მიღებული მოგების გასაცემი სალაროების გაუქმებას და ასევე, ობიექტების გარეთ არსებული სალაროების ცნების გაუქმებასაც,"- აღნიშნულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, რომელიც შემოსავლების სამსახურმა მოამზადა.


ნანახია: 1912-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დოკუმენტის მიხედვით, საერთაშორისო ტერორისტული საქმიანობა, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და ტერორისტულ საქმიანობაში ხელის არ
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი, რომელიც 16 წელს მიღწეულ გოგონათა ქორწინებას ეხება.
აქციის ფარგლებში პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას შეძლებენ ის პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი
ამჟამად აზარტული თამაშების ბაზარზე 138 კომპანიაა წარმოდგენილი, რომლითაც ჯამში 2016 წელს საბიუჯეტო გადასახადების სახით გადახდილი

ამინდი