Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისში მე-14 სართულიდან ლიფტი იმ დროს ჩავარდა, როდესაც კაბინაში 4 ადამიანი იყო"

თარიღი : 12-05-2017, 21:30 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ზურაბ ჭავჭავაძის 8 ნომერში, მე-14 სართულიდან ლიფტი ჩავარდა.

როგორც თვითმხილველებმა იმერეთის ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge-ს განუცხადეს, ლიფტის მოწყვეტის შემდეგ, კაბინაში მყოფებმა კარებს ფეხი დაარტყეს, რის შედეგადაც მე-14 სართულიდან ჩამოვარდნილი კაბინა მე-9 სართულზე გაეჭედა.

"სასწაულებრივად გადავრჩით. ეს იყო მართლაც იღბალი. მე-14 სართულიდან მოწყდა ლიფტი, ამ დროს ჩვენ ფეხი დავარტყით კარებს და სართულების ბეტონებს შორის კარით გავჭედეთ ლიფტი. საშინელ პანიკაში ვიყავით, მთელი კორპუსი ჩვენთან მოვიდა და გვეხმარებოდა, რომ ლიფტიდან ამოვმძვრალიყავით,"- აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი გიორგი ბაჩეიშვილი.

თვითმხილველების თქმით, დაბნეულობის გამო ადგილზე საგანგებო და სამაშველო ჯგუფები არ გამოუძახებიათ.


ნანახია: 9507-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შემთხევვა რამდნეიმე წუთის წინ, თაბუკაშვილის ქუჩზე მოხდა.
უბედური შემთხვევა ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ბავშვი სხვადასხვა სართულებზე გაჭიმულ თოკებს ეცემოდა, ბოლოს კი ხის ტოტებს დაეცა.

ამინდი