Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მეშახტეების დაკრძალვის დღეს, ტყიბულში სამგლოვიარო მარში გაიმართება

თარიღი : 12-05-2017, 18:36 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პროფკავშირები, მინდელის სახელობის შახტაში ტრაგიკულად დაღუპული მეშახტეების გამო ტყიბულში სამგლოვიარო მარშს გამართავს.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, მარში დაკრძალვის დღეს, 14 მაისს გაიმართება.
პეტრიაშვილი ტყიბულში, გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახებში იმყოფებოდა და მათ მიუსამძიმრა.

„ამ ყველაფერში, ყველა ის პირია დამნაშავე, რომლებმაც წლების განმავლობაში ჩვენი მოთხოვნა არ გაითვალისწინა უსაფრთხოების ნორმებთან და შრომის ინსპექციის შექმნასთან დაკავშირებით. სათავეს აქედან იღებს ის სითავხედე, რასაც დამსაქმებლები დასაქმებულებთან მიმართებაში სჩადიან. ფაქტია, რომ შახტის ლიფტის არ ჰქონდა დამცავი საშუალება. ფაქტია, რომ პერიმეტრზე 400 მეტრზე ჰაერში გამოკიდებულები ეს ადამიანები მუშაობდნენ ყოველგვარი დამცავი ქამრების გარეშე. ასეთი შემთხვევები უამრავი გვაქვს და კიდევ გვექნება. კიდევ გაგრძელდება, რადგან არის ომი დასაქმებული ადამიანების წინააღმდეგ“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში 4 მეშახტე დაიღუპა. გარდაცვლილები მაშველებმა 400 მეტრის სიღრმიდან ამოასვენეს.


ნანახია: 1824-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებულ მიზეზს პირადად აკონტროლებს.
შალვა ნათელაშვილმა მინდელის სახელობის შახტის შესასვლელთან გვირგვინი მიიტანა.
დაღუპული მეშახტეების ხსოვნის პატივსაცემად ტყიბულში დღეს სახალხო გლოვის ცერემონია გაიმართება.
ცხედრები მაშველებმა შახტიდან რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს. დაღუპულები ქუთაისის პროზექტურაში გადაჰყავთ.
ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში საწარმოო პროცესის დროს 6 მეშახტე დაშავდა.
უყურადღებობის შემთხვევაში, მეშახტეები აქციებს აანონსებენ.

ამინდი