Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ჯორჯიან მანგანეზის“ ახალი მმართველი პირველ კომენტარს აკეთებს

თარიღი : 12-05-2017, 18:07 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შპს "ჯორჯიან მანგანეზს" ახალი, სპეციალური მმართველი ჰყავს. სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის პოზიციაზე ნიკოლოზ ჩიქოვანი იმუშავებს.

ახალი ხელმძღვანელის თქმით, ის ადმინისტრაციიდან თანამშრომლების გაშვებას არ გეგმავს. ჩიქოვანის განმარტებით, მოაგვარებს იმ პრობლემებს, რის გამოც სახელმწიფომ ის კომპანიის სპეციალურ მმართველად დანიშნა.

"დეტალებზე ვერ გესაუბრებით. ორშაბათს ან სამშაბათს მედიისთვის ბრიფინგს გავმართავ. თუმცა გეტყვით, რომ არავის გაშვებას არ ვგეგმავ და არც ხელფასებს დავაკლებ ვინმეს. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჩემს გუნდათან ერთად დავწერთ გეგმას, თუ როგორ მოვაგვარებ იმ პრობლემებს, რის გამოც მე სპეციალურ მმართველად დავინიშნე," - განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, როგორც ლიცენზიისა და ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, დღეს, შპს "ჯორჯიან მანგანეზში" სპეციალურ მმართველად ნიკოლოზ ჩიქოვანი დანიშნა.

უწყების ცნობით, კომპანია, რომელიც წლებია ფლობს მანგანუმის მადნის მოპოვების ლიცენზიასა და ახორციელებს მანგანუმის გამდიდრებისა და გადამუშავების საქმიანობას, საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით აგრძელებს. როგორც მდინარის, ასევე ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით არათუ გამოასწორა კომპანიამ საქმიანობა, არამედ ბევრად დაამძიმა, რაც ადგილზე, ფაქტობრივად, ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფასს სიტუაციას ქმნის.


ნანახია: 5245-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციაში მაღაროელებისათვის უხარისხო საკვები პროდუქტების მიწოდების ფაქტებზე საუბრობენ.
ზესტაფონის მკვიდრების თქმით, ქალაქის ქუჩებში გავლა უფრო რთული საღამოს საათებშია, რადგან მუქი შეფერილობის კვამლი ქარხნის
ჭიათურელი და ზესტაფონელი მაღაროელების გამოკვებაზე პასუხისმგებელ კომპანიას სასამართლოში უჩივიან.

ამინდი