Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის 'ტორპედო' აუქციონზე 585 000 ლარად იყიდება

თარიღი : 12-05-2017, 18:04 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიამ ქალაქის საფეხბურთო კლუბის -„ტორპედო“-ს გასასხვისებლად აუქციონი გამოაცხადა. აუქციონის გამოცხადებამდე კლუბის შეფასება ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს სთხოვა. ექპერტიზის დასკვნის მიხედვით, „ტორპედო“-ს ღირებულება 585 000 ლარს შეადგენს.

ქალაქის მერიაში იმედოვნებენ, რომ აუქციონის შედეგად კლუბი კერძო საკუთრებაში აღმოჩნდება. მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი პაატა კლდიაშვილი ამბობს, რომ კლუბის მეპატრონის მიუხედაად, ქუთაისის ხელისუფლება „ტორპედო“-ს დახმარებას გააგრძელებს.

„ჩვენს მიერ აღნიშნული კლუბის გასხვისების მიზნით, გუშინ გამოცხადდა აუქციონი. იმედი გვაქვს, რომ აუქციონის შედეგად „ტორპედო“ მოხვდება კერძო საკუთრებაში, თუმცა იმის მიუხედავად ვის ხელში იქნება „ტორპედო“, ქალაქის ხელისუფლება შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კლუბი წარმატებული იყოს,“ - აცხადებს პაატა კლდიაშვილი.


ნანახია: 2059-ჯერ

მსგავსი სიახლეები
განმეორებითი აუქციონის მოქმედების ბოლო ვადა 2017 წლის 16 ივნისის 15 საათია.
აღნიშნულის შესახებ 'გირჩი'-ს იმერეთის ორგანიზაციაში აცხადებენ.
დირექტორის შეცვლის გადაწყვეტილება კლუბის ახალ მფლობელს, ზაალ ჩაჩავას ეკუთვნის.

ამინდი