Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'წვიმიან ამინდში მოსახლეობას ტალახი ეზოში შედის,'- ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩაზე გზის შეკეთებას ითხოვენ

თარიღი : 11-05-2017, 19:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ბესიკის ქუჩის პირველ შესახვევში მაცხოვრებლები გზის შეკეთებას ითხოვენ. ადგილზე წყლის ძველი მილები დაზიანების გამო ხშირად სკდება, რაც გზაზე წყლის გუბეების გაჩენას იწვევს.

"ახალი მილები შემოიყვანეს, თუმცა ჯერ არ შეუერთებიათ. ონკანში ჭუჭყიანი, წითელი ფერის წყალი მოდის, რაც სასმელად უვარგისია," - აცხადებს ბესიკის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები ლიანა კუხიანიძე.

კუხიანიძის თქმით, გაუსაძლის მდგომარეობას წვიმა კიდევ უფრო ამძაფრებს, რადგან წვიმიან ამინდში მოსახლეობას ტალახი ეზოში შედის.

"მერიას თხოვნით მივმართეთ, განცხადებები და წერილები გავგზავნეთ, პასუხი მოვიდა, ფინანსები არ გვაქვს და ვერ დაგეხმარებითო," - ამბობს კუხიანიძე.

ბესიკის პირველი შესახვევის მაცხოვრებლები მერიისგან ყურადღებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გზის მოწესრიგების მოთხოვნით აქციების გამართვით იმუქრებიან.

მარიამ ირემაძე


ნანახია: 3125-ჯერ

მსგავსი სიახლეები
3 წლის წინ ადგილზე წყალგაყვანილობის მილები შეიცვალა, რისთვისაც ქუჩა მთლიანად გადაითხარა. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ
მოსახლეობა წყალმომარაგების კომპანიისგან ყურადღებას ითხოვს.
ქუთაისში, ლერმონტოვის ქუჩაზე მაცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. მოსახლეობა ადგილზე არსებულ
როგორც მოსახლეობა ამბობს, ქუჩა ორი კვირის წინ გადაითხარა და სამუშაოები შეჩერდა. ადგილობრივებისათვის ქუჩის გადათხრის მიზეზები

ამინდი