Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის რეგიონში მცირე მეწარმეობის დასაწყებად გრანტი 53 დევნილს გადაეცა

თარიღი : 11-05-2017, 15:43 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად იმერეთის რეგიონში გრანტი 53 დევნილს გადასცა.

მინისტრმა სოზარ სუბარმა, იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და წყალტუბოს გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა ქუთაისსა და წყალტუბოში დევნილებისთვის დაფინანსებული პროექტები დაათვალიერეს.

სოზარ სუბარი წყალტუბოში იმ დევნილებსაც შეხვდა, რომლებსაც საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო გრანტს უახლოეს მომავალში გადასცემს. მინისტრმა დევნილებს გრანტის მიღების დამადასტურებელი ხელშეკრულებები გადასცა.

”საგრანტო პროგრამა „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 810,006 აშშ დოლარს შეადგენს. პროგრამის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროგრამას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებენ. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით უკვე 475 დევნილი დაფინანსდა”, -განაცხადა სოზარ სუბარმა.



ნანახია: 1375-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის მიზანს დევნილთა საარსებო წყაროების მხარდაჭერა და მათი შემოსავლის წყაროების გაზრდა წარმოადგენს.
საინფორმაციო ბაზრობას 'ლტოლვილთა დანიის საბჭო' ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან პარტნიორობით მართავს.
წყალტუბოში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის განკუთვნილი კორპუსების მშენებლობა ლტოლვილთა და განსახლები მინისტრმა სოზარ სუბარმა
სოზარ სუბარმა დევნილებს ისიც განუცხადა, რომ ავარიულ შენობებში მცხოვრები 70-მდე ოჯახი რამდენიმე კვირაში ახალ საცხოვრებლებს მიიღებს.
ქუთაისში, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბენატორმა გივი ჭიჭინაძემ ქუთაისში მენაშენეებისაგან
მინისტრის თქმით, ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართს ეტაპობრივად მიიღებს.

ამინდი