ქუთაისში მცხოვრები გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად, ცნობილი მომღერლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება

მიმდინარე წლის 17 ივნისს, ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. „შშმ პირთა დახმარებისა და დახელოვნების ლიგის" ორგანიზებით გამართული კონცერტიდან შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ პირებს მოხმარდებათ.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ხელოვანები: დათო ხუჯაძე, მერაბ სეფაშვილი, სალომე ბაკურაძე, ბექა ჯოხაძე, მიმი ჯავახიშვილი, დათუნა მგელაძე და თავად ორგანიზაციის დამაარსებელი ხვიჩა სიმონია.
უსინათლო მომღერალი ხვიჩა სიმონია საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, რომ ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტზე ყველა მივიდეს.
„მათ დღეს ყველაზე მეტად უჭირთ, ჩაკეტილები და დათრგუნულები არიან. ჩვენი ორგანიზაცია კი ცდილობს ამ ადამიანებს მდგომარეობა შეუმსუბუქოს," - აცხადებს სიმონია.
„შშმ პირთა დახმარებისა და დახელოვნების ლიგის" 2005 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებელი ხვიჩა სიმონიაა. ორგანიზაცია კულტურულ ღონისძიებებს მართავს, რაშიც შშმ პირები არიან ჩართული. უსინათლო მომღერალი მადლობას უხდის შოთა მურღულიას 2 წლის წინ ნაჩუქარი ფართისთვის, სადაც მისი თქმით, შშმ პირები სიმღერას ეუფლებიან.
მარიამ ირემაძე