Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ტურისტებს სავალუტო პუნქტს, კვების ობიექტს და ტურისტულ კომპანიას დაახვედრებენ

თარიღი : 11-05-2017, 10:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში ყველაზე დიდი ტურისტული ცენტრი ქუთაისში 2 მაისს გაიხსნა. ცენტრი ტურისტებს ყველა იმ სერვისის მიღებას სთავაზობს, რაც ქალაქსა თუ რეგიონში კომფორტული მოგზაურობისთვის აუცილებელია.

ტურიზმის ცენტრი სასტუმროებთან, კვების ობიქტებთან და ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობს და მათ შესახებ ტურისტებს ინფორმაციას აწვდის.
http://www.picz.ge/img/s2/1705/11/1/103d67fd8ba0.jpg
"ტურისტი რომელ ღირსშესანიშნაობას დაათვალიერებს, ეგ ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს, არასამეწარმეო პირები ვართ და ფინანსურ მოგებაზე ვერ ვიმუშავებთ," - განაცხადა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ტატო ლილუაშვილმა.

ცენტრში 12 თანამშრომელია დასაქმებული. ადგილზე აცხადებენ, რომ კონკრეტულ პროექტებზე მუშაობა ჯერ არ დაუწყიათ. თუმცა აქცენტი აქვთ, რომ ტურისტს დამუშავებულ ინორმაციასთან ერთად, ცენტრში სავალუტო პუნქტი, კვების ობიექტი და ტურისტული კომპანია დახვდეს.

"მალე შემოსავლებიც გვექნება. სავალუტო ფონდებისა და კვების ობიექტებისგან შემოსული თანხებით ღონისძიებებს დავგეგმავთ და პროექტებაც განვახორციელებთ. აქ შემოსული თითოეული ტურისტი და აქ დახარჯული თანხა ქალაქსა და ქვეყანას ეკონომიკურად განავითარებს. სტატისტიკის მიხედვით, ტურისტების რაოდენობა ყოველ წელს იმატებს, რაც ჩვენთვის სტიმულის მომცემია," - აცხადებს ლილუაშვილი.

მარიამ ირემაძე


ნანახია: 2732-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საგზაო ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტის პრობლემა, სველი წერტილების არარასებობა და ტურისტული ობიექტების მანიშნებელებლების ნაკლებობა
ცენტრის მოწყობაში ქუთაისის მერიასთან ერთად საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა ჩართული.
ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელად ქალაქის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის
ლორთქიფანიძე ცენტრის უფროსის, ტატო ლილუაშვილის მოადგილედ დაინიშნა.
ცენტრის ხელმძღვანელის ტატო ლილუაშვილის თქმით, ქუთაისში ტურისტების მზარდი დინამიკა აღინიშნება.

ამინდი