Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კახა კუკავა ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციებს აანონსებს

თარიღი : 10-05-2017, 16:07 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული მეშახტეების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ კუკავამ პარტიის ქუთაისის ოფისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მომხდართან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრს ერთი კვირის ვადაში პოზიციის დაფიქსირებისა და კვალიფიციური დასკვნის დადებისაკენ მოუწოდა.

"წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციები დაიწყება ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. 21-ე საუკუნეში ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ არც ჭიათურაში, არც ტყიბულსა და სხვა საწარმოში. ტყიბულის თემა ძალიან ტრაგიკული ფაქტია. საქართველოს მთავრობა უბედურ შემთხვევას უწოდებს, ეს არ არის უბედური შემთხვევა, უბედური შემთხვევაა მიწისძვრისა და ვულკანის გამო რომ იღუპებიან. ჩვენს ოლიგარქებს, რომლებსაც ეს საწარმოები ეკუთვნით, ასეთი მიდგომა აქვთ: "მუშებს ნუ დაინანებთ, კიდევ ახლებს ავიყვანთ''-ო," - განაცხადა კუკავამ.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მარიამ ირემაძე


ნანახია: 1602-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დღეს, 05:00 საათზე მომხდარი
დაღუპულ მეშახტეებს ამ დრომდე ექსპერტიზა უტარდებოდათ.
ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევისა და 4 ადამიანის გარდაცვალების მიზეზებს შრომის ინსპექციის ინსპექტორები
ადგილზე მოპოვებითი სამუშაოები შეწყდა, რადგან სამთო მასის ჩამოშლა მიმდინარეობს.

ამინდი