Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მართვის მოწმობის აღების მსურველი პირებისთვის უცნობი იქნება ის ქუჩები, რომლებზეც პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მოუწევთ

თარიღი : 10-05-2017, 14:34 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მართვის მოწმობის აღების მსურველი პირებისთვის უცნობი იქნება ის ქუჩები, რომლებზეც პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მოუწევთ.

ამის შესახებ რადიო „პალიტრის“ გადაცემა „რეზიუმეში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა ბუბა ლომუაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ ქუჩების წინასწარ გაცხადება არ მოხდება, რათა „დაზეპირების პრაქტიკა არ გვქონდეს“.

„ჩვენ უკვე ჩავატარეთ ძალზედ რთული სამუშაოები, მათ შორის ვნახეთ მსოფლიოში გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკები, თუმცა არ მოგვიხდენია კოპირება და გამოცდის ამ პრაქტიკული კომპონენტის ჩვენს პირობებში პირდაპირ გადმოტანა. ვეყრდნობით რა იმ გამოწვევებს, რასაც ჩვენ ვაწყდებით, ეს ჩვენებურად დავამუშავეთ, ავარჩიეთ შესაბამისი ქუჩები, როგორც თბილისში, ისე რუსთავში, თუმცა იმისთვის, რომ არ გვქონდეს დაზეპირების პრაქტიკა, არ არის გამორიცხული, პირმა არც იცოდეს, რომელ ქუჩაზე ჩააბარებს გამოცდას“, - განაცხადა ბუბა ლომუაშვილმა.

გარდა ამისა, მისივე განმარტებით, გამოცდისთვის განკუთვნილი ავტომანქანები სპეციალური ვიდეოკამერებით იქნება აღჭურვილი, რითაც საგამოცდო პროცესი გაკონტროლდება.

„მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისას დაფიქსირებული ნებისმიერი გადაცდომა იქნება აღრიცხული და სისტემატიზებული, ამიტომ იმის განცდა, რომ გვერდით მჯდომმა შს სამინისტროს თანამშრომელმა გამოცდაზე გასულ პირს შესაძლოა რაიმე სახის დახმარება გაუწიოს, გამორიცხულია. რეალურ რეჟიმში ჩვენ კამერებითაც ვაკონტროლებთ, თუ რა ხდება ავტომობილში. გარდა ამისა, ავტომობილი თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და დააფიქსირებს, როგორც ღერძულა ხაზის გადაკვეთას, ისე შუქნიშანზე როგორ გაიარა, როგორ მიუახლოვდა წინ მდებარე ავტომობილს, როგორ დაძრა მანქანა და ა.შ. ანუ ყველაფერ იმას, რაც აუცილებელია კანონმორჩილი, განათლებული მძღოლისთვის, რომელიც მართავს ავტომობილს“, - აღნიშნა მან.

შს სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის თქმით, მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანა „არის კომპლექსური სამუშაო, რომელიც ბოლომდეა მიყვანილი“.

არსებული ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება შემოდგომიდან დაიწყება.


ნანახია: 2112-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან იყო დაანონსებული, თუმცა
უწყების ერთ-ერთი ინიციატივის განხორციელება, რომელიც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებას გულისხმობს,
მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა ერთ-ერთი კომპონენტია, რომელსაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამა
ქვეყანას ევროკავშირის წინაშე აქვს აღებული ვალდებულება, რომლის თანახმადაც მართვის მოწმობის აღების გამოცდა უნდა დაიხვეწოს.
როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განუცხადა, მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანასთან

ამინდი