Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ენერგო პრო ჯორჯია" ქუთაისის სტაბილური ენერგომომარაგებისათვის სამუშაოებს აგრძელებს

თარიღი : 12-12-2013, 14:22 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური 9-10 დეკემბერს მეტეოროლოგიული პირობების გაუარესების შედეგად გამოწვეული ავარიების სალიკვიდაციო სამუშაობს აგრძელებს.
კომპანიის დასავლეთ საქართველოს ფილიალის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დღეს დასრულდება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის „მოწამეთა-2“ აღდგენა, რომელიც დიდთოვლობამ დააზიანა.
„110 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი „მოწამეთა-2“ სასისტემო ხაზია და გუმათჰესს აკავშირებს სისტემასთან აკავშირებს. აღნიშნული გადამცემი ხაზი ქუთაისის სტაბილური ენერგომომარაგებისთვის უმნიშვნელოვანესია. 9 დეკემბერს დიდთოვლობის გამო ის ავარიულად გამოირთო. უამინდობის მიუხედავად იმერეთის მ/ძ სამსახური 2 დღის განმავლობაში აწარმოებდა აღდგენით სამუშაოებს ხაზის ავარიულ მონაკვეთბზე,“ - აცხადებს კომპანიის პრესსამსახური თეონა გეგუჩაძე.
კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად იმერეთისა და რაჭის რეგიონებში მაღალი ძაბვის მხრიდან ელექტროენერგია მიეწოდება ყველა რაიონს და რაიონულ ცენტრს. ავარიულად გამორთული რჩება 2 ფიდერი, დაახლოებით 1300 აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. აღდგენითი სამუშაოები საგანგებო რეჟიმში გრძელდება.
„9 დეკემბერს მოსული ნალექის გამო იმერეთის რეგიონში ავარიულად გამოირთი რამდენიმე მაღალი ძაბვის ხაზი. თოვლის სიმძიმისგან გაწყვეტილი იყო ხაზები. კომპანიის ტექნიკური სამსახური 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა დაზიანებების აღმოსაფხვრელად, რის შედეგადაც იმერეთის რეგიონის მაღალი ძაბვის გამანაწილებელ ქსელში ყველა მნიშველოვანი ავარია ლიკვიდირებულია, ხოლო იქ, სადაც სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება, მომხმარებელი ალტერნატიულ კვებაზეა გადაყვანილი და ძაბვას იღებს,“ - აცხადებნენ „ენერგო პრო ჯორჯიაში“.


ნანახია: 1736-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში "ენერგო-პრო ჯორჯიას" 45 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ამ დროისათვის ელექტროენერგია იმერეთის რეგიონში გათიშული აქვს ვანის, ბაღდათის, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებს.
როგორც ადგილზე აცხადებენ, ქუთაისში აბონენტებს ძაბვა მიწოდებათ, ასევე ელექტროენერგია აქვს ყველა რაიონულ ცენტრს და სასიცოცხლო
საფიჩხიის მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სამშენებლო კომპანია შპს „მშენსერვისის“ მიერ წარმოებული მიწისქვეშა სამუშაოებისას დაზიანდა

ამინდი