Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

თარიღი : 6-05-2017, 20:42 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორგანიზმზე სირბილის ზემოქმედების უჩვეულო ეფექტი გამოავლინეს. თურმე სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს. ვირთაგვეზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ცხოველებზე რეგულარული ინტესიური დატვირთვა ორჯერ ამცირებს მათ ორგანიზმში არსებული ავთვისებიანი წარმონაქმნის ზომას. აღნიშნული ეფექტის საიდუმლო ადრენალინის გამოყოფასა და იმუნური უჯრედების აქტივაციაშია. როგორც მეცნიერები აცხადებენ, პრინციპში ანალოგიური შედეგი შეიძლება ადრენალინის ხელოვნურად შეყვანამაც გამოიწვიოს.

საყურადღებოა, რომ მეცნიერებმა ვირთაგვებს მელანომისა და სხვა სიმსივნის უჯრედები გადაუნერგეს. როდესაც სიმსივნემ "ფეხი მოიკიდა" ცხოველთა ორგანიზმში, ისინი ორ ჯგუფად დაჰყვეს. ერთ ჯგუფს მუდმივად არბენინებდნენ და ადრენალინის ინიექციებს უკეთებდნენ, მეორე ჯგუფი კი საკონტროლო იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ პირველი ანუ საცდელი ჯგუფის ცხოველებს სიმსივნური წარმონაქმნები 61-67 %-ით შეუმცირდათ. სპეციალისტებმა ნახეს, რომ ამ ძირითადი (საცდელი) ჯგუფის ცხოველთა ორგანიზმში ინტერლეიკინ-6-ის (იმუნური სისტემის სასიგნალო ნივთიერებაა) მნიშვნელოვანი აქტივაცია ხდებოდა. ეს უკანასკნელი "რთავდა" NK-უჯრედებს, რომლებიც უშუალოდ ონკოუჯრედების მკვლელი იმუნური უჯრედებია.

ამ და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით ექსპერტები აცხადებენ, რომ სიმსივნისგან თავდასაცავად აქტიურად უნდა მივდიოთ სპორტს. ასეთი სტრატეგია ხელს შეუწყობს ადრენალინის გამოყოფას და NK-უჯრედების გააქტივებას.


ნანახია: 1440-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მწარმოებლები, უხშირესად ხელოვნურ საღებავებს იყენებენ.
რატომ ვითარდება კანის სიმსივნე? რა წესების დაცვაა საჭირო კანის სიმსივნის პრევეცნიისთვის?
უახლოესი 2 წლის განმავლობაში დაგეგმილია მეთოდის კლინიკური კვლევები. კვლევის წარმატების შემთხვევაში ქიმიოთერაპიას ვაქცინაცია
დეპრესიული და ნერვიული ადამიანების უმეტესობა ეწევა.
სპირტიანი სასმელების ფსიქიკაზე მოქმედების მექანიზმი არა მხოლოდ კლინიკური კვლევების შედეგებში, არამედ ლიტერატურულ ნაწარმოებებშიც

ამინდი