იტვირთება

რა გააკეთა მთაში მცხოვრები ადამიანებისთვის "ქართულმა ოცნებამ"?

რა გააკეთა მთაში მცხოვრები ადამიანებისთვის "ქართულმა ოცნებამ"?

საქართველოში "მთის დღეები"
აღინიშნება. პრემიერის განცხადებით, ღონისძიების მიზანი მთაში მცხოვრები ადამიანების დაფასება და მხარდაჭერაა.

რეგიონული განვითარების სამინისტრო  მთაში მცხოვრები მოქალაქეების მიმართ ხელისუფლების მხრიდან გაწეული საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს.

"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2015 წელს შემუშავდა კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. ამავე წელს შეიქმნა მთის ეროვნული საბჭო და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი.

მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობს 265 000 მოქალაქე, რომლებიც სარგებლობენ სოციალური და საგადასახადო შეღავათებით;

კანონის ამოქმედებიდან, დღემდე: 
ახალშობილისთვის დახმარება მიიღო - 26 587 ბენეფიციარმა. სულ, გაიცა 46.8 მილიონი ლარი;

სახელმწიფო პენსიის დანამატი მიიღო - 106 735 ბენეფიციარმა. სულ, გაიცა 242 მილიონი ლარი;

სოციალური პაკეტის დანამატი მიიღო - 22 684 ბენეფიციარმა. სულ, გაიცა 28,9 მილიონი ლარი;

დანამატი სამედიცინო პერსონალისთვის მიიღო - 1 926 ბენეფიციარმა. სულ, გაიცა  34 მილიონზე მეტი ლარი;

ელექტროენერგიის შეღავათით ისარგებლა - 107 002  ბენეფიციარმა. სულ, გაიცა  59,2 მილიონი ლარი;

დანამატი მასწავლებლებისთვის მიიღო - 12 990   ბენეფიციარმა. სულ, გაიცა 96,8  მილიონი ლარი;

დანამატი მწვრთნელებისთვის მიიღო  - 335 ბენეფიციარმა. სულ, გაიცა 1.4 მილიონი ლარი;

ხე-ტყის დამზადების შეღავათით 2022 წელს ისარგებლა 10 406  ოჯახმა;

საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს 516 საწარმო,"-ნათქვამია ანგარიშში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები