Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: ქუთაისის პარლამენტი არსად მიდის

თარიღი : 5-05-2017, 12:38 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს. განხილვას მოქალაქეები იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ესწრებიან.

დაგეგმილ ცვლილებებს მოქალაქეებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცნობს. განხილვის დაწყებამდე დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

"დღეიდან იწყება ძალიან საინტერესო პროცესი-საყოველთაო-სახალხო განხილვა. ჩვენ ველაპარაკებით ხალხს. ეს არის ერთ-ერთი ის ეტაპი, როდესაც შეიძლება კიდევ უფრო დაიხვეწოს კონსტიტუცია, მოვისმინოთ ხალხის აზრი, ამის შემდეგ იქნება ვენეციის კომისიის შუალედური და საბოლოო დასვკნა, სასესიო განხილვები და დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ძალიან კარგ, პროგრესულ და დემოკრატიულ კონსტიტუციას," - აცხადებს მდინარაძე.

რაც შეეხება ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას, მდინარაძე ამბობს, რომ ცვლილებების იმ პროექტში, რომელიც დღეს საზოგადოებას წარუდგინეს, პარლამენტის ადგილსამყოფელი არ წერია.

"ისევე როგორც სხვა ინსტიტუტების. ქუთაისის პარლამენტი არსად მიდის. რადგან ქუთაისში არის პარლამენტი, ამიტომ ვუწოდე მას ქუთაისის პარლამენტი. ქუთაისიდანარსად მიდის პარლამენტი და სიტყვის ამოღება არ ნიშნავს, რომ მაინცადამაინც ხვალ თბილისში გადადის პარლამენტი," - აცხადებს მდინარაძე.


ნანახია: 1612-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის შენობაში საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სულ მცირე მომავალი წლის ბოლომდე პარლამენტი რჩება ქუთაისში.
ძიძიგურის თქმით, ქვეყანას ორ სხავადსხვა ქალაქში განთავსებული პარლამენტი არ სჭირდება.
ზესტაფონში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს.
ფრაქცია 'საქართველოს პატრიოტების' წევრის ადა მარშანიას იმ განცხადებას, რომლის თანახმად, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ,
ამის შესახებ ფრაქცია 'საქართველოს პატრიოტების' წევრმა ადა მარშანიამ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი სასამართლოსა და
ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, სახელფასო დანამატის გაცემის თაობაზე სულ 53 ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტი გასცა.
შტაბის დამფუძნებლის განცხადებით, ისინი არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ იბრძოლებენ, არამედ მათ წინააღმდეგაც ვინც პორტირებულები არიან “ქართულ

ამინდი