Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გუგული მაღრაძე: ჩვენი მიზანია არამწეველი მოსახლეობის დაცვა და ახალგაზრდებისთვის თამბაქოს ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად შეზღუდვა

თარიღი : 4-05-2017, 13:03 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი II მოსმენით მიიღო. კანონპროექტი პროექტის ინიციატორმა გუგული მაღრაძემ წარადგინა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, პირველი მოსმენის შემდეგ, ინიციატორებმა წინადადებები და შენიშვნები მიიღეს პარლამენტისა და მთავრობის წევრებისგან. მისი თქმით, პროექტის დახვეწის მიზნით, მიმდინარეობდა ინტენსიური სამუშაო შეხვედრები.

„კანონპროექტის მიზანია, შეიზღუდოს თამბაქოს მოწევა იმ სივრცეში, სადაც მწეველების გარდა არამწეველებიც არიან. ამგვარად, კანონპროექტის უმთავრესი მიზანია არამწეველი მოსახლეობის დაცვა და ახალგაზრდებისთვის თამბაქოს ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად შეზღუდვა“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კანონპროექტით, მკაცრად იკრძალება თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია, საჯარო სივრციდან მოწევა დაშვებული იქნება მხოლოდ რამდენიმე ობიექტში, მათ შორის, სამორინესა და სიგარაბარში, თუმცა, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ სალიცენზიო პირობებს.

გუგული მაღრაძის განცხადებით, მხატვრულ ფილმებში სიგარეტის მოწევის კადრების დაფარვის საკითხმა საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია. „ვინაიდან ეს ტექნიკურად ადვილი განსახორციელებელი არ შეიძლება ყოფილიყო, მოიძებნა შემდეგი გამოსავალი - ასეთი ფილმების ჩვენების წინ უსათუოდ უნდა გავიდეს სარეკლამო რგოლი, გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რამდენად მავნებელია თამბაქოს მოწევა“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტში ცვლილებები შევიდა პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ. „მთავარი ცვლილება რაც შევიდა პირველი მოსმენის შემდეგ თამბაქოს შეფუთვას ეხება. ჩვენ გვინდოდა პიქტოგრამის გადიდება, თუმცა გავითვალისწინეთ პარლამენტის წევრის წინადადება სადა შეფუთვასთან დაკავშირებით, საითაც მთელი მსოფლიო მიისწრაფვის“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მომხსენებლის განმარტებით, პროექტის თანახმად, იზრდება ჯარიმის ოდენობაც. მისივე თქმით, ასევე გათვალისწინებულია შენიშვნები კანონის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით და შემოღებულია ის გონივრული ვადა, რომელიც თამბაქოს ინდუსტრიას და მასთან დაკავშირებულ ბიზნესს საქმიანობის ახლებურად აწყობაში დაეხმარება.



ნანახია: 1488-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თამბაქოს ნაწარმის კატეგორიაში, შესაძლოა ე.წ. ელექტრონული სიგარეტიც განისაზღვროს.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, პარლამენტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილებების მიღების შემთხვევაში თამბაქოს მოწევა სრულად აიკრძალება ნებისმიერ
„შენ მიზანში ხარ ამოღებული“,- ამ სახელწოდებით მოწყობილ აქციაში ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ჩამონათვალი, სადაც კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოს მოწევა აიკრძალება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კანონის ამოქმედებიდან ერთ კვირის ვადაში, სულ 46 შეტყობინება შევიდა.

ამინდი