საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა 5 მაისს, ქუთაისიდან დაიწყება
თარიღი : 4-05-2017, 11:19 | კატეგორია: ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიის გასვლითი სხდომების გრაფიკის მიხედვით, რომელიც ჯერ მხოლოდ სამუშაო ვარიანტს წარმოადგენს და კომისიაში ოფიციალურად შეთანხმებული არ არის, პირველი განხილვა 5 მაისს ქალაქ ქუთაისში გაიმართება, ხოლო 15 მაისს - თბილისში.
წინასწარი ინფორმაციით, საორგანიზაციო კომისია რეგიონების მასშტაბით გასვლით სხდომებს ყოველდღიურად გამართავს. 11 დღის განმავლობაში - 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, დაგეგმილია განხილვები შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, გორი, თელავი, მცხეთა, რუსთავი და თბილისი.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, რეგიონებში გასვლა, საორგანიზაციო კომისიის მუშაობის პირველ ეტაპს წარმოადგენს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა დაგეგმილია სხვადასხვა ჯგუფებთან.
საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვისთვის განსაზღვრულია ერთთვიანი ვადა.