Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლა 'გვირილობა 217'-ზე

თარიღი : 4-05-2017, 10:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში გამართულ „გვირილობის“ დღესასწაულში თერჯოლის მუნიციპალიტეტმაც მიიღო მონაწილეობა. მუხრანის ტყეში იმერეთის მუნიციპალიტეტებმა ჩვეული სტუმართმოყვარეობით წარმოადგინეს თავიანთი კუთხის როგორც სამზარეულო, ასევე ორიგინალური სანახაობებით დატვირთული შემოქმედება. თერჯოლის კუთხეს უამრავი სტუმარი ეწვია: იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ქართველი და უცხოელი სტუმრები, იმერეთის გამგებლები.
http://www.picz.ge/img/s1/1705/4/b/b6183ac5a008.jpg
საპატიო სტუმრებს მასპინძლობას უწევდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე, გამგებლის მოადგილე კახაბერ კუპატაძე, ტყიბული-თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ბიუროს წევრები და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები. თერჯოლის მხატვრულმა კოლექტივებმა „იამემ“, „მასპინძელომ“ და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმერეთმა“ წარმოაჩინეს თავიანთი შემოქმედება ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე, სადაც იმერეთის მუნიციპალიტეტების შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
http://www.picz.ge/img/s1/1705/4/5/5d2cadb976d0.jpg
"გვირილობის" აღნიშვნას ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს და იგი საშა ჩიქოვანის სახელს უკავშირდება, რომელიც სიღარიბისაგან სიკვდილისათვის განწირული ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად ყიდდა გვირილებს და შემომწირველებს გულზე გვირილას აბნევდა.
NS


ნანახია: 1970-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მუხრანის ტყე-პარკში გამართულ გვირილობის დღესასწაულზე ჭიათურის მუნიციპალიტეტმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ჩვეული
გვირილობის კვირეულის პროგრამის ფარგლებში, დღეს მუხრანის ტყეში იმერეთის მუნიციპალიტეტების ღონისძიებები მოეწყო.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2015–2016 წლების კურსდამთავრებულ მედალოსანთა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.
ერჯოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა, რის შემდეგაც კულტურის
თემურ ქოჩიაშვილმა თანამდებობის პირებს სამსახურებრივი დავალებები მისცა და წარმატებული კვირა უსურვა.
თათბირზე ასევე განიხილეს სხვა, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტისათვის აქტუალური საკითხები.

ამინდი