Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გაფრთხილება ფერმერებს:დაუცველი ხელით ნუ მოაშორებთ ტკიპებს საქონლებს

თარიღი : 3-05-2017, 18:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მოსახლეობას ტკიპებისგან თავდაცვას ურჩევს.

როგორც პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების სეზონი პრაქტიკულად მთავრდება და გადამტანებით გადაცემადი დაავადებების სეზონი იწყება. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში აქტიურია ტკიპები.

"იყო ტულარემიის რამდენიმე შემთხვევა, რომელიც შესაძლოა მღრღნელებით, დაბინძურებული საკვებით ან წყლით გადავიდეს. სამი შემთხვევა დაფიქსირდა დასავლეთ საქართველოში. ყირიმ-კონგოს ერთი შემთხვევა გვქონდა, ამიტომ, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო ტკიპებთან მოპყრობისას, ბუნებაში გასვლისას, ძროხების დამუშავებისას. ფერმერები საქონელს ხშირად ტკიპებს ხელით აცლიან. რჩევაა, რომ დაუცველი ხელით ნუ მოაშორებენ ტკიპებს, არის საშუალებები, რომლებიც ეფექტურად იცავენ შინაურ პირუტყვს ტკიპებისგან. არ არის ძვირი საშუალებები", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება კოღოებს, იმნაძის ინფორმაციით, დაავადების გადამტანი კოღოები ჯერ არ არიან აქტიურები და ცოტა ხანში გამოფრინდებიან. მისი ინფორმაციით, სახელმწიფო მესამე წელია ახორციელებს კოღოების წინააღმდეგ შავიზღვისპირეთის ფართომასშტაბიან დამუშავებას. იმნაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კოღოს გამრავლების პირობები არ შევუქმნათ.


ნანახია: 1581-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ზაფხულის მოახლოებიდან გამომდინარე მოსახლეობას
პაატა იმნაძე დაავადებულ მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევს და შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს.
კოღოებისგან დასაცავად შესაძლებელია რეპელენტების, დამაფრთხობლების გამოყენება. მისივე თქმით, აღნიშნული საშუალებები ლოსიონის,
პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად წყნარი პერიოდია და ყოველ 100 ათას მოქალაქეზე მომართვიანობის მაჩვენებელი 200-300 ადამიანს
იგი კლინიკაში მხოლოდ ერთი დღე იმყოფებოდა.
პაატა იმნაძის განცხადებით, შემოდგომის სეზონზე თავს იჩენს წითელა და წითურა, რისთვისაც აუცილებელია, რომ მშობელმა მოზარდი

ამინდი