Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის და ხონის მაჟორიტარმა 'ოცნების' მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ხელი არ მოაწერა

თარიღი : 3-05-2017, 11:04 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საპარლამენტო უმრავლესობის რვა დეპუტატს შორის, რომელთა ხელმოწერაც პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე არ არის, ძირითადად მაჟორიტარები არიან.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ხელი არ მოუწერიათ მაჟორიტარებს: ედიშერ თოლორაიას, გრიგოლ ლილუაშვილს, ენზელ მკოიანს, კახა ოქრიაშვილსა და ზაქარია ქუცნაშვილს.

ხელმომწერთა შორის ასევე არ არიან უმრავლესობის წევრი დეპუტატები: ზვიად კვაჭანტირაძე, გია ჟორჟოლიანი და შოთა შალელაშვილი.

როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, ამ რვა დეპუტატიდან ზოგიერთი პრინციპული პოზიციის გამო არ აწერს ხელს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, ზოგიერთის ხელმოწერა კი, ტექნიკური მიზეზით ვერ მოხერხდა.

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს 108 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა.


ნანახია: 2562-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს.
სამტრედიაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ხმაური მოჰყვა.
ამჯერად, არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები თერჯოლაში ჩავიდნენ და მოსახლეობას შეხვდნენ
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლში ცვლილება შევა და ქორწინებისა და ოჯახის დეფინიციად ქალისა და
წინასწარი ინფორმაციით, საორგანიზაციო კომისია რეგიონების მასშტაბით გასვლით სხდომებს ყოველდღიურად გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის შენობაში საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა

ამინდი