გიორგი კვირიკაშვილი ქუთაისელებს „გვირილობას“ ულოცავს

პრემიერ-მინისტრი ქუთაისელებს გვირილობის დღესასწაულს ულოცავს.
"მინდა მივულოცო ამ შესანიშნავ ქალაქს და ყველა ქუთაისელს ეს ტრადიციული დღესასწაული.
ვიცი და მჯერა, რომ ქუთაისს და ქუთაისელებს წინ უამრავი წარმატება და სიხარული აქვთ და ამ ქალაქის დიდებას ჩვენ სულ მალე, ახლებურად დავინახავთ.გისურვებთ ბედნიერებას,"- აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში დღეს გვირილობას ანუ ქუთაისქალაქობას აღნიშნავენ. ქალაქის დღის აღნიშვნას საფუძველი XX საუკუნის დასაწყისში "გვირილობის" დღესასწაულით ჩაეყარა. მაისის პირველი ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდა გოგოები ქველმოქმედების მიზნით გვირილებს ყიდდნენ და აღებული შემოწირულობებით ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდნენ. გიმნაზისტ გოგოებს წინ, ვექილ ჩიქოვანის მეუღლე, სილამაზის დედოფლად აღიარებული საშა ჩიქოვანი მიუძღოდა.