Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"გარდა პარლამენტისა, აუცილებელია სხვა ადმინისტრაციული შენობების თბილისიდან ქუთაისში გადატანა"

თარიღი : 2-05-2017, 13:37 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას თქმით, საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში უნდა დარჩეს.
ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, დეცენტრალიზაციის მიზნით, თბილისიდან სხვადასხვა სამთავრობო უწყებებიც თბილისიდან ქუთაისში უნდა გადავიდეს.

"პარლამენტის ქუთაისში ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს ქალაქი უნდა განვითარდეს და მას სჭირდება პარლამენტი. ასევე, გარდა პარლამენტისა, აუცილებელია სხვა ადმინისტრაციული შენობების თბილისიდან ქუთაისში გადატანა",- აღნიშნა ნიკა მელიამ.

ოპოზიციონერი ქუთაისში იმყოფება, რომელმაც ადგილობრივებს გვირილობის დღესასწაული მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში დღეს გვირილობას ანუ ქუთაისქალაქობას აღნიშნავენ. ტრადიცულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის ქუჩებში 50-მდე ღონისძიება გაიმართება.
ქალაქის დღის აღნიშვნას საფუძველი XX საუკუნის დასაწყისში "გვირილობის" დღესასწაულით ჩაეყარა. მაისის პირველი ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდა გოგოები ქველმოქმედების მიზნით გვირილებს ყიდდნენ და აღებული შემოწირულობებით ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდნენ. გიმნაზისტ გოგოებს წინ, ვექილ ჩიქოვანის მეუღლე, სილამაზის დედოფლად აღიარებული საშა ჩიქოვანი მიუძღოდა.


ნანახია: 1459-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტრადიცულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის ქუჩებში 50-მდე ღონისძიება გაიმართება.
პრემიერ-მინისტრი ქუთაისელებს გვირილობის დღესასწაულს ულოცავს.
მიმდინარე წელს, ორ მაისს, 'ქუთაისობის' დღესასწაულზე, მუხრანის ტყეში ტრადიციად ქცეული იმერული კუთხისა და სამზარეულოს პრეზენტაცია
2 მაისს ქუთაისში გვირილობის დღესასწაულს აღნიშნავენ
„გვირილობის“ ზეიმი სათავეს გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან იღებს და მას 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.
ექს-პრეზიდენტის თქმით, დასავლეთ საქართველოს რეგიონის განვითარებისთვის და დეცენტრალიზაციის მიზნით, აუცილებელია პარლამენტი

ამინდი