ქუთაისის მერი: მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ 'ქუთაისობა' ღირსეულად აღინიშნოს ქუთაისში
თარიღი : 2-05-2017, 13:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერი შოთა მურღულია ქალაქის მოსახლეობას "გვირილობის" დღესასწაულს ულოცავს.
"ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ეს დღე ღირსეულად აღინიშნოს ქუთაისში ისევე, როგორც ბოლო ბოლო წლებში ხდება, რადგან ამ ქალაქის ისტორია, ამ ქალაქის ტრადიციები ნამდვილად გვაძლევს ჩვენ ამის ვალდებულებას. პროგრამა არის მრავალფეროვანი და ორ დღეზე გაწერილი. არის სხვადასხვა ასაკის ადამიანზე გათვლილი. ბავშვებისთვის ცალკე პროგრამა არსებობს, რომელშიც დარწმუნებული ვარ, ბევრი ბავშვი ჩაერთვება. დიდებისთვის, ახალგაზრდებისთვის არის სხვადასხვა ღონისძიება. ქალაქს ესტუმრა ბევრი სტუმარი და ძალიან დიდი სტუმრიანობა გვაქვს,“ - ამბობს შოთა მურღულია.
ქუთაისობასთან დაკავშირებით ქალაქში დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი, სპორტული და კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი.