იტვირთება

ქუთაისის ოლიმპიური საცურაო აუზი ერთი თვით მუშაობას წყვეტს

ქუთაისის ოლიმპიური საცურაო აუზი ერთი თვით მუშაობას წყვეტს

ქუთაისის ოლიმპიური საცურაო აუზი ერთი თვით მუშაობას წყვეტს. 

როგორც ადგილზე აცხადებენ, საჭირო სანიტარული სამუშაოებიდან გამომდინარე, მომხმარებლები 31 დეკემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით არ მიიღებიან. 

ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრია. აუზის კომპლექსში ასევე მოეწყო, მცირე აუზი ბავშვებისთვის, სავარჯიშო დარბაზი და გასახდელები. 
ქუთაისის საცურაო აუზით სარგებლობას შეძლებენ როგორც მოყვარულები, ისე პროფესიონალი სპორტსმენები. 

აუზი მოემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებსაც. ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.


ტეგები:

Facebook - კომენტარები