ქუთაისის ბაგა-ბაღებში სასმელი წყალი შეამოწმეს
თარიღი : 1-05-2017, 17:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების 37-ვე ფილიალში სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლის განსაზღვრისთვის სინჯის აღების პროცესი დასრულდა. ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ კვლევამ, რომელსაც ISO სერთიფიკატის მფლობელი ლაბორატორია ,,მიკრობიოლოგი“ აწარმოებს, ქუთაისის ყველა საბავშვო ბაღში სასმელი წყლის ვარგისიანობა დაადასტურა.
,,სასმელი წყლის ხარისხის პარამეტრები, რომელიც ,,სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის N349/ნ ბრძანებით, ევროკავშირის ქვეყნებისათვის განსაზღვრულ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს, 6 თვეში ერთხელ (მიკრობიოლოგიურად) და ყოველთვიურად(ორგანოლეპტიკურად) ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ მაღალპროფესიულად მოწმდება,“ - აცხადებს ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების სანჰიგიენური ნორმების დაცვისა და სამედიცინო ზედამხედველობის სამსახურის კორდინატორი მადონა უჩიძე.
სინჯის აღების მომდევნო პროცესი ახალი სასწავლო წლის დასაწყისშია დაგეგმილი.
ამჯერად ბაგა-ბაღებში პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტებით შევსება მიმდინარეობს.