ქუთაისში უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემებით რეგიონული განვითარების სამინისტრო დაინტერესდა
თარიღი : 11-12-2013, 16:56 | კატეგორია: ახალი ამბები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტის მოადგილე გიორგი ამაშუკლი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს შოთა მურღულიას შეხვდა და ქალაქის პირველი პირისგან უხვი ნალექის გამო ქუთაისში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.
"მინისტრის მოადგილე დაინტერესდა, თუ რა პრობლემები გამოიწვია დიდთოვლობამ საქართველოს გზებზე. კონკტრეტულად კი ქუთაისში არსებულ პრობლემებზე ვისაუბრეთ. რეგიონული განვითარების სამინისტროს დახმარებით ქალაქის ყველა ცენტრალურ და სტრატეგიულ დაწესებულებასთან მისასვლელი გზები გავწმინდეთ. მცირე ტექნიკით მოვახერხეთ ქალაქში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრა", - განაცხადა მურღულიამ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი ქუთაისიდან აჭარაში გაემგზავრა.