Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ტორპედო'-ს საბრძოლო განწყობა აქვს'-ქუთაისელი ფეხბურთელები თბილისის 'დინამო'-ს დასამარცხებლად ემზადებიან

თარიღი : 30-04-2017, 16:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" თბილისის "დინამო"-სთან შესახვედრად ემზადება. "ტორპედო" მეტოქეს ქუთაისში, საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს. თამაში დღეს, რამაზ შენგელიას სახელობის მოედანზე 17:30 საათზე დაიწყება.

საფეხბურთო კლუბ "ტორპედო"-ში აცხადებენ, რომ გუნდს საბრძოლო განწყობა აქვს.

"ორივე გუნდი დიდი პასუხისმგებლობით უდგება ამ თამაშს. მნიშვნელოვანი თამაშია. ჩვენი მოწინავე მცველი აკლდება აღნიშნულ თამაშს. ტრავმის გამო მოედანზე ვერც წამყვანი მცველი და თავდამსხმელი გამოვლენ. როგორც ვიცი, ანალოგიური პრობლემებია "დინამო"-შიც. ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. თამაშზეც ხალხის უპრეცენდენტო რაოდენობას ველოდებით," - აცხადებენ საინფორმაციო სააგენტო TOPNEWS.COM.GE-სთან საუბრისას "ტორპედო"-ში.

ორი გუნდი ერთმანეთს საქართველოს 29-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგის პირველ ჯგუფურ სტადიაში ხვდება. გამარჯვების შემთხვევაში "ტორპედო" ქულებით "დინამო"-ს უთანაბრდება.

ცნობისთვის, ქუთაისის "ტორპედო"-მ ქუთაისში "დინამო" 2011 წლის 21 სექტემბერს, ანგარიშით 2:1 დაამარცხა.


ნანახია: 2147-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის 'ტორპედო' თბილისის 'დინამოს'-თან ანგარიშით 2:0 დამარცხდა.
ამგვარად გუნდი თასის ფინალში მოხვდა.
ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად 'ტორპედო' თბილისის 'დინამო'-ს დაუპირისპირდა.
შეხვედრა ანგარიშით 1:2 დასრულდა.
საქართველოს 28-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჯგუფური სტადია დასრულდა.

ამინდი