Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'წლის ბიზნესი 2016',- კომპანიები, რომლებიც ქუთაისის მერიამ დააჯილდოვა

თარიღი : 29-04-2017, 12:14 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში „წლის ბიზნესი 2016“-ის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ინიციატივით, ღონისძიება ქუთაისში რეგისტრირებულ ბიზნეს კომპანიებს შორის მეორედ ჩატარდა.

კონკურსი მიზნად იმ წარმატებული ბიზნეს კომპანიების წახალისებას ისახავდა, რომელთაც მენეჯმენტის ძალისხმევით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქუთაისში ბიზნესის განვითარების საქმეში. კონკურსი ასევე, კომპანიების ცნობადობის გაზრდას და მათი ბიზნეს საქმიანობის პოპულარიზაციასაც ემსახურება.

ქალაქის მერიის მიერ ორგანიზებულ კონკურში მონაწილეობა 46-მა კომპანიამ მიიღო. გამოვლინდა 15 ნომინაცია. გამარჯვებულებს საჩუქრები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, ვიცე-გუბერნატორებმა: პაატა ნადირაძემ, იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატებმა, მერიის სამსახურების უფროსებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა გადასცეს.
http://www.picz.ge/img/s1/1704/29/0/05ce069c6b13.jpg
ნომინაციაში წლის „ქველმოქმედი“ გაიმარჯვა ქუთაისის რეგიონალურმა სტომატოლოგიურმა ცენტრმა. წლის „დამსაქმებელი“ საზოგადოება „იმერი“გახდა. ნომინაციაში „ქალი მეწარმე“ გაიმარჯვა შპს „გურმანის“ მფლობელმა ფატი გრიგოლავამ. ნომინაციაში წლის „სტარტაპი“ გაიმარჯვა -ამხანაგობამ „კრეპომანია“.
http://www.picz.ge/img/s1/1704/29/a/aa8062e73826.jpg
„წლის ექსპორტიორი“–ი.მ. დავით ჩაფრავა​ გახდა. ნომინაციაში წლის სამრეწველო კომპანია გაიმარჯვა -- შპს-მ „ექსტრა მითი“. საუკეთესო სამედიცინო კომპანია შპს ,,კლინიკა ლჯ“ გახდა. წლის სამშენებლო კომპანიად --შპს ,,ტობე" დასახელდა. ნომინაცია წლის კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება --შპს ქართულ-ამერიკულ სკოლა,,პროგრესი“ გახდა. ნომინაცია წლის სასტუმრო --შპს ,,ბაგრატი1003“ . ნომინაცია წლის ინვესტორი--შპს ,,თეთრი ხიდი“-გახდა. ნომინაცია წლის მზარდი ბიზნესი შპს ,,დიზაინკომპლექსი“. ნომინაციაში წლის ტურისტული კომპანია, გამარჯვებული კომპანია "ვანდერლენდი" გახდა. ნომინაცია მერიის სპეციალური პრიზი--შპს ტელე-რადიო კომპანია ,,რიონს" ერგო.


ნანახია: 1801-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში წლის ბიზნესი 2015-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. მერიის ინიციატივით, აღნიშნული ღონისძიება ქუთაისში რეგისტრირებულ
კონკურსი 2015 წლის საფინანსო შედეგების მიხედვით, 12 ნომინაციაში ჩატარდება.
ღონისძიება ყოველწლიურად გაიმართება და ის იმ კომპანიებსა და ადამიანებს გამოავლენს, რომლებიც თავიანთ სფეროში წარმატებულები არიან.
ყველა მონაწილემ მიიღო ფულადი პრიზი 100 ლარის ოდენობით და ტკბილეული.
ქუთაისში ფოტოგრაფიის ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით გამოცხადებული ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ამინდი