'დატოვეთ პარლამენტი ქუთაისში,'- ქალაქში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
თარიღი : 29-04-2017, 11:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"დატოვეთ პარლამენტი ქუთაისში," - ამ მოწოდებით ქუთაისში, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის დატოვების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ხელმოწერების შეგროვებასთან ერთად, საინფორმაციო ხასიათის ფლაერებიც დაარიგეს. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ პარლამენტი იმერეთის რეგიონს მეტ ინვესტიციას, ახალგაზრდებს საკუთარ ქალაქში დასაქმების შესაძლებლობას და ქუთაისისათვის ისტორიული ფუნქციის დაბრუნებას შეუწყობს ხელს.
პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მორიგი აქცია 2 მაისს დააანონსეს.