ქუთაისში საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქციები იწყება
თარიღი : 11-12-2013, 13:19 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრებს უნდობლობას უცხადებენ და კომისიის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქციების დაწყებას გეგმავენ.
არასამთავრობოების განცხადებით, საკონკურსო კომისიამ ოთხი თვის განმავლობაში კადრების დაეკომპლექტება ვერ შეძლო, რის გამოც ქალაქის მერია პარალიზებულია.
„სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფი ოფიციალურად მიმართავს ქუთაისის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის გადაყენების, კომისიის დათხოვნისა და ახალი კომისიის შექმნის მოთხოვნით. თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, საპროტესტო აქციებს დავიწყებთ,“- ამბობს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის "არგუსის" ხელმძღვანელი მანანა მანაგაძე.