Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქუთაისის მერია აჭიანურებს 'ტორპედოს'-ს გასხვისებას, რადგან უნდა ხელები აფათუროს იმ ორ მილიონ ლარში, რომელსაც კლუბს ბიუჯეტიდან ურიცხავს'

თარიღი : 28-04-2017, 11:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"გირჩი"-ს იმერეთის ორგანიზაცია ქუთაისის მერიას ქალაქის საფეხბურთო კლუბის-"ტორპედო"-ს გასხვისების გაჭიანურებაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თემრ ცამციშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა.

ცამციშვილის თქმით, მას შემდეგ რაც "ტორპედო" ინვესტორმა დატოვა, ქალაქის ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება კლუბის გასხვისების შესახებ. მისივე განცხადებით, გამოჩნდა ინვესტორი, რომელიც კლუბში ხუთი მილიონი ლარის ინვესტიციას დებს, თუმცა "გირჩში" აცხადებენ, რომ მერია "ტორპედო"-ს გასხვისებისგან თავს იკავებს.

"გვაქვს ეჭვი, რომ მერიას სურს დარჩეს მენეჯმენტში და ხელები აფათუროს იმ ორ მილიონ ლარში, რომელსაც კლუბს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ურიცხავს. მივმართავ მერიას, რატომ აჭიანურებს კლუბის გასხვისებას?," - ამბობს თემურ ცამციშვილი.

ოპოზიციური წარმომადგენლის ბრიფინგს მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა უპასუხა. კლდიაშვილი თემურ ცამციშვილის განცხადებას არაკომპეტენტურს უწოდებს. მისი თქმით, "ტორპედო" სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით 15 მილიონ ლარად შეაფასა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ საფეხბურთო კლუბს აუქციონზე უახლოეს პერიოდში გაიტანენ.


ნანახია: 1580-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის მერიაში იმედოვნებენ, რომ აუქციონის შედეგად კლუბი კერძო საკუთრებაში აღმოჩნდება.
ვიცე-მერის თქმით, უმჯობესია კლუბს კერძო მეპატრონე ჰყავდეს.
როგორ ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სათვის არის ცნობილი, კერძო კომპანიისათვის საფეხბურთო მოედნის გადაცემასთან

ამინდი