Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქმარი იარაღით და დანით მემუქრებოდა, ბალიშით ჩემს გაგუდვას ცდილობდა,'- ძალადობის მსხვერპლი გოგონას ისტორია

თარიღი : 27-04-2017, 20:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის რეგიონის მკვიდრი, 23 წლის გოგონა მეუღლის მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობს.

მეუღლის ოჯახიდან 4 თვის წინ წამოვიდა. ამბობს, რომ ოჯახმა სამი წლის შვილი არ გამოატანა. ამ ეტაპზე შვილის სასამართლოს გზით დასაბრუნებლად იბრძვის. ახალგაზრდა გოგონა თვალცრემლიანი მეუღლის მხრიდან მისი მისამართით განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს იხსენებს.

"მომავალ მეუღლეს ოჯახის შექმნამდე სამი წელი ვიცნობდი, თუმცა ცუდი ხასიათი არასოდეს შემიმჩნევია. ძალადობა ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო. ბევრჯერ ვუცემივარ, საზოგადოებაში შეურაცხყოფას მაყენებდა, იარაღით და დანით მემუქრებოდა. ერთხელ ბალიშით ცდილობდა ჩემს გაგუდვას. ამბობდა, რომ არავის ეშინოდა და თუ ძალადობის ფაქტების შესახებ ჩემი ოჯახის წევრებს მოვუყვებოდი, მათაც გაუსწორდებოდა. დედამისი მის მხარს იჭერდა ყოველთვის და ამართლებდა. ვიდრე ოჯახიდან წამოვიდოდი, ოთახში ჩამკეტეს და ფანჯრებს სახელურები დააძრეს, რომ არ გავპარულიყავი. შვილი არ გამომატანეს, სასტიკად მენატრება ჩემი გოგონა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავიბრუნო," - ამბობს ძალადობის მსხვერპლი გოგონა.

ახალგაზრდა გოგონას სარჩელს ფოთის სასამართლო იხილავს. აღნიშნულ სასამართლოში საქმე უკვე 4 თვეა მიმდინარეობს.


ნანახია: 2511-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თავშესაფარში გადაყვანის თხოვნით გოგონამ პოლიციას თავად მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში მყოფი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ამერიკის მოქალაქის სიცოხლისა და უსაფრთხოების
გარდაცვლლილი გოგონა თვითმკველობამდე ერთი დღით ადრე მეზობლებმა სასაფლაოზე ნახეს, სადაც ის უცნობ პიროვნებას ტელეფონით ესაუბრებოდა
ქუთაისში მცხოვრები ნადია შაბანოვა თავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლად აცხადებს.
22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს მასზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ამინდი