Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"პატრული მაიძულებდა დამეწერა, რომ მანქანას ნასვამი ვმართავდი, რომ არ დავწერე, წაიყვანეს მანქანა და შუაღამისას ქუჩაში ძაღლივით დამტოვეს"

თარიღი : 27-04-2017, 12:12 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მცხოვრები ლ. გ. საპატრულო პოლიციას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

მოქალაქე ამბობს, რომ ავტომანქანა გაჩერებული ჰყავდა, როდესაც მასთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მივიდა და უთხრა, რომ ალკოჰოლზე უნდა შეემოწმებინათ. მისი თქმით, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მის მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ და აიძულებდნენ დაეწერა, რომ საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში იჯდა.

"ვუთხარი, რატომ უნდა შემამოწმოთ, მანქანით ვდგავარ, არ ვმოძრაობ-თქო. აბა ეს მანქანა აქ მოფრინდაო? ამის შემდეგ მეორე ეკიპაჟი გამოიძახეს. მითხრეს, ნასვამი ხარ და დაწერე, რომ საჭესთან ნასვამი იჯექიო, თუმცა ალკოჰოლზე არ შევუმოწმებივარ. ამის შემდეგ მოიყვანეს ევაკუატორი და ჩემი მანქანა გადაიყვანეს საჯარიმო ავტოსადგომზე. ტელეფონი, ფული, საჭირო ნივთები მანქანაში მქონდა, თუმცა არაფერთან მიკარების უფლება არ მომცეს და მერე სხვებს ვეხვეწებოდი წამიყვანეთ-თქო. ყველაფრის გარეშე დამტოვეს ქუჩაში. ძაღლივით მიმატოვეს. ეს ყველაფერი ღამის თორმეტის ნახევარზე მოხდა. ვიდრე მანქანას წაიყვანდნენ, ახალგაზრდა ბიჭები მოვიდნენ და პატრულს სთხოვეს, მანქანას თავი დაანებეთ, მართვის მოწმობა გვაქვს და ჩვენ წავიყვანთო, თუმცა ამის უფლება არ მისცეს. არ ვიცი ასე რატომ გააკეთეს. იმასაც ვფიქრობ, რაიმეს ხომ არ მიდებენ. ტყუილი მითხრეს, საიდანაც წამოხვედი, იქედან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ნასვამი ხარო, არადა დეიდაშვილთან ვიყავი და იქ საერთოდ არ დამილევია," - აცხადებს მოქალაქე.

საბოლოო ჯამში მოქალაქეს მართვის უფლება 6 თვით შეუჩერეს.

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს დაუაკვშირდა. უწყებაში განაცხადეს, რომ სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მოქალაქის სახელით შესულია განცხადება და მიმდინარეობს მოკვლევა.


ნანახია: 4474-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე საპატრულო პოლიციის მანქანა გაიტაცეს.
საპატრულო პოლიციას „შკოდას“ მარკის 25 ახალი ავტომანქანა გადაეცა. პატრულ-ინსპექტორებმა ასევე, სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი
ქუთაისში, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ.
ქუთაისში, შიანგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის სახელით მოქალაქისგან თანხის ამოღებას ცდილობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ
კამპანიის შემდეგ, იკლო ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევებმაც

ამინდი