Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გენადი მარგველაშვილი:მომხრე ვარ, პარლამენტი ქუთაისში დარჩეს

თარიღი : 25-04-2017, 18:54 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გენადი მარგველაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტი აუცილებლად უნდა დარჩეს ქუთაისში.

„მე როგორც ქუთაისის მაჟორიტარი, მომხრე ვარ, პარლამენტი ქუთაისში დარჩეს, თუმცა კატეგორიულად ვემიჯნები იმ იდეას, რომ მხოლოდ პარლამენტის ქუთაისში ყოფნა გადაარჩენს ქუთაისს. აუცილებელია, რომ ქუთაისი იყოს თბილისის სრული საპირწონე დასავლეთ საქართველოში. ყველა მიმართულებით, ესაა თუნდაც განათლება, სპორტი, ტურიზმი, სამედიცინო მომსახურება, ეს გახლავთ ყველა ის აუცილებელი მიმართულება, რაც „ქართული ოცნების" გეგმაშია ჩადებული და რაც გეგმაზომიერად ხორციელდება. მაგალითად, ახლახანს გახნილი სასტუმრო, დაანონსებული ქუთაისის აეროპორტის პროექტი, რომელსაც სარკინიგზო კვანძი დაუკავშირდება, ასევე, მთელი ამ დროის განმავლობაში ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით მიდიოდა საუბრები.

აღნიშნული ქმედება გააახალგაზრდავებს და გააჯანსაღებს ქალაქს, ამიტომ, მგონია, რომ ეს ყველაფერი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ქუთაისისთვის, ვიდრე ვთქვათ პარლამენტი", - აცხადებს მარგველაშვილი.


ნანახია: 1256-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მმართველი გუნდის წევრის თქმით, პარლამენტი აუცილებლად დედაქალაქში უნდა იყოს.
ამასთან, უსუფაშვილის აზრით, პარლამენტის საქმიანობის ქუთაისში გაგრძელება კარგი გადაწყვეტილება არ იქნება.
'საქართველოს პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს,'-მსგავსი სახით მოწოდება სოციალურ ქსელში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მე-8 მოწვევის
მსახიობი, რიგით მე-5 პრეზიდენტს სთხოვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება პარლამენტის თბილისში გადატანასთან
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამინდი