Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია დაუმორჩილებელი გარემოვაჭრეების პოლიციისთვის გადაცემას გეგმავს

თარიღი : 25-04-2017, 15:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირის გარდა, გარევაჭრობის აკრძალვა ბუხაიძეს, ფალიაშვილსა და ყველა იმ ქუჩას შეეხება, სადაც მოვაჭრეები მსგავს საქმიანობას ახორციელებენ," - აღნიშნულის შესახებ ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ბაქარ ჭეიშვილმა განაცხადა.

ჭეიშვილის თქმით, ქალაქში გარევაჭრობა აღარ იქნება. ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ გარემოვაჭრეები მათი საქმიანობით ქალაქის დანაგვიანების გარდა, ქუთაისის და სახელმწიფო ბიუჯეტს აზარალებდნენ.

"დაახლოებით 3-დან 4 000 ლარამდე კარგავს ქალაქი იმის გამო, რომ გარემოვაჭრეები გადასახადებს არ იხდიან. ჩვენ მათ ბაზრებში შესვლას და შეღავათებს ვთავაზობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებულები გავხდებით, ისინი პოლიციას გადავცეთ," - ამბობს ჭეიშვილი.


ნანახია: 2256-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, გარემოვაჭრეები საქმიანობას მაინც აგრძელებენ.
გარემოვაჭრეები ქალაქის მერიის შეთავაზების მიღებას და სამუშაოდ ბაზრებში შესვლას არ აპირებენ.
21 აპრილიდან, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომუშავე გარემოვაჭრეებს საქმიანობა აეკრძალებათ.
გარემოვაჭრეები ქალაქში გარევაჭრობის აკრძალვის გაუქმებას ითხოვენ.
ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე არსებული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც ქალაქის ცენტრალური მონაკვეთი და ტურისტების

ამინდი