Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სტომატოლოგიურ კლინიკებში გამოვლენილი დარღვევების უმრავლესობა დეზინფექცია-სტერილიზაციის ნორმების დაუცველობას უკავშირდება

თარიღი : 24-04-2017, 18:09 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სტომატოლოგიური დაწესებულებების შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების უმრავლესობა, დეზინფექცია-სტერილიზაციის ნორმების დაუცველობას უკავშირდება.

როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, 2017 წელს თბილისში 21 სტომატოლოგიური ტიპის დაწესებულება შემოწმდა. სხვადასხვა სახის დარღვევების გამო 9 სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ვერ შემოწმდა 6 სტომატოლოგიური დაწესებულება, რადგან დაკეტილი იყო.

სამართალდარღვევის 9 ოქმი დაიწერა ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევაზე, მათ შორის ორი სავალდებულო შეტყობინების გარეშე საქმიანობაზე.

გამოვლენილი დარღვევები უპირატესად შემდეგ საკითხებს უკავშირდება: დეზინფექცია-სტერილიზაცია - 46%; სამედიცინო ნარჩენების მართვა - 31%; დოკუმენტაციის წარმოება -15%;

რაც შეეხება 2016 წელს, თბილისში, ასევე აჭარის, კახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში შემოწმდა 143 სტომატოლოგიური ტიპის დაწესებულება. სხვადასხვა სახის დარღვევების გამო შედგა 51 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. სავალდებულო შეტყობინების გარეშე საქმიანობაზე - 4, ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევაზე - 46 ოქმი.

უპირატესად გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: დეზინფექცია-სტერილიზაცია - 33%; სამედიცინო ნარჩენების მართვა -22%; დოკუმენტაციის წარმოება - 26%; ინფრასტრუქტურა და პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებები - 10%;

2015 წლის განმავლობაში კი შემოწმდა 422 სტომატოლოგიური ტიპის დაწესებულება თბილისში და შემდეგ რეგიონებში: აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, შიდა ქართლი, კახეთი, ქვემო ქართლი (აქედან, შემოწმების მომენტში, არ ფუნქციონირებდა - 88). სხვადასხვა სახის დარღვევის გამო, შედგა 237 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მათ შორის: სავალდებულო შეტყობინების გარეშე საქმიანობაზე - 39 ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევაზე -198.

უპირატესად გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: დეზინფექცია-სტერილიზაცია -29%; სამედიცინო ნარჩენების მართვა -25%; დოკუმენტაციის წარმოება -16%; ინფრასტრუქტურა და პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებები -14%;

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამბულატორიული ტიპის დაწესებულებაში, მათ შორის სტომატოლოგიაში არანაირი ლიცენზია ან ნებართვა არ გაიცემა და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება.

ipn.ge


ნანახია: 2259-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქში არსებული საშაურმეების შემოწმებას სურსათის უვნებლობის სააგენტო იწყებს. სახის საწარმოების გეგმიური ინსპექტირება
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, 2016 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება

ამინდი